weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

იაპონიაში მიწისძვრას 8 ადამიანი ემსხვერპლა

14:50 ხუთშაბათი, 06 სექტემბერი 2018

იაპონური მედიის ინფორმაციით, კუნძულ ჰოკაიდოზე მომხდარი 6.7 მაგნიტუდა სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა. მიწისძვრის და ძლიერი ბიძგით გამოწვეული მეწყრის შედეგად დაშავდა 125 ადამიანი, 39 კი დაკარგულად ითვლება. მთიან რაიონებში დანგრეულია რამდენიმე ათეული სახლი.

კუნძულ ჰიკაიდოს, სადაც ხუთ მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. დაიკეტა კუნძულის მთავარი აეროპორტი.

იაპონიის პრემიერ-მინისტრის, შინზო აბეს განცხადებით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაერთვება 25 ათასამდე ადამიანი.

იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ინფორმაციით, ცუნამის წარმოქმნის საფრთხე არ არსებობს, თუმცა, მოსალოდნელია განმეორებითი ბიძგები.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ იაპონიის დასავლეთ სანაპიროს თავს დაატყდა ბოლო 25 წლის განმავლობაში უძლიერესი ტაიფუნი „ჯები,“ რომელმაც სულ მცირე 11 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]