weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

კონგრესმენმა, რომელიც რეპორტიორს თავს დაესხა, პრესის თავისუფლებისთვის 50 000 $ გაიღო

16:01 პარასკევი, 09 ივნისი 2017

მონტანას შტატის ახლადარჩეულმა კონგრესმენმა გრეგ ჯანფორტემ, რომელიც მისი კონგრესმენად არჩევის წინა ღამეს „გარდიანის“ რეპორტიორ ბენ ჯეიკობსს თავს დაესხა, თავის საქციელს „არაპროფესიონალური, მიუღებელი და უკანონო“ უწოდა, ბოდიში საჯაროდ მოიხადა და 50 000 დოლარი ქველმოქმედების სახით ჟურნალისტების დაცვისა და პრესის თავისუფლების კომიტეტს გადაურიცხა.

ინციდენტი 24 მაისს მოხდა, როდესაც გრეგორი ჯანფორტემ ჟურნალისტს ხელები ყელში წაუჭირა, ხელი ჰკრა და იატაკზე წააქცია, მიზეზად კი „ლიბერალი ჟურნალისტის მხრიდან აგრესიული ქმედება“ დაასახელა, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნეთ, მოგვიანებით 56 წლის კონგრესმენმა ბენ ჯეიკობსს ვრცელი პირადი წერილის სახით ბოდიში მოუხადა და საკუთარი საქციელი დაგმო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]