weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ქაბულში მომხდარ აფეთქებებს ჟურნალისტებიც ემსხვერპლნენ

15:09 ხუთშაბათი, 06 სექტემბერი 2018

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის შიიტურ რაიონში მომხდარი ორი აფეთქების შედეგად სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა და 70-მდე დაიჭრა. აფეთქებებზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, სპორტული კლუბის დარბაზში თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა, ადგილზე სამართალდამცავებისა და ჟურნალისტების მისვლის შემდეგ კი კლუბის მახლობლად დანაღმული ავტომანქანა აფეთქდა.

დაღუპულთა შორის ავღანეთის ტელერადიო კომპანიის, „ტოლო ნიუსის“ კორესპონდენტი და ოპერატორი არიან. ქაბულის პოლიციის ინფორმაციით, დაჭრილია 7 სამართალდამცავი.

ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ მშვიდობიან მოქალაქეებსა და ჟურნალისტებზე თავდასხმას კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული უწოდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]