weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ბოსტონის მახლობლად რამდენიმე აფეთქება მოხდა

12:35 პარასკევი, 14 სექტემბერი 2018

სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ ბოსტონის მახლობლად მომხდარი აფეთქებების შედეგად. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქებები გაზსადენზე მომხდარმა ავარიამ გამოიწვია.

რამდენიმე ათეული აფეთქება მოხდა ბოსტონიდან დაახლოებით 40 კილომეტრში მდებარე ქალაქებში ლოურენსში, ანდოვერსა და ჩრდილოეთ ანდოვერში. აფეთქებებით გამოწვეულმა ხანძრებმა რამდენიმე ათეული სახლი მოიცვა. ევაკუირებულია ასობით ადამიანი.

მაშველებმა საცხოვრებლის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდეს ყველას, ვინც გაზის სუნს გრძნობს. მეხანძრეები ვარაუდობენ, რომ აფეთქებები გაზსადენში ასრებულმა ზედმეტმა წნევამ გამოიწვია. მომხდარის მიზეზს იკვლევს გაზსადენის მფლობელი კომპანია Columbia Gas.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]