weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა

12:15 ოთხშაბათი, 19 სექტემბერი 2018

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი მუნ ჯე-ინი სამი დღით ეწვია ჩრდილოეთ კორეას, რაც ამ ქვეყანაში სამხრეთ კორეელი ლიდერის პირველი ვიზიტია უკანასკნელ 11 წელიწადში. მუნ ჯე-ინს ფხენიანის აეროპორტში ჩრდილოეთ კორეის აბსოლუტური ლიდერი კიმ ჩენ ინი დახვდა.

ორი კორეის ლიდერების მოლაპარაკებების პირველი რაუნდის დღის წესრიგში დგას საკითხები, როგორიცაა ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის შეჩერება, ორ კორეას შორის ურთიერთობის განვითარება და ფხენიან-ვაშინგტონის დიალოგის გაგრძელება.

ორი კორეის ლიდერები წელს მესამედ ხვდებიან ერთმანეთს. პირველი ორი შეხვედრა აპრილსა და მაისში გაიმართა. აპრილში ორმა ლიდერმა განაცხადა, რომ ხელს მოაწერენ ხელშეკრულებას, რომელიც ოფიციალურად მოუღებს ბოლო საომარ მდგომარეობას ამ ორ ქვეყანას შორის. შეთანხმება ასევე შედგა კორეის ნახევარკუნძულის სრული დენუკლეარიზაციის მისაღწევად.

მაისში კი მათი შეხვედრა სინგაპურში გაიმართა, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრის წინ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]