weather cur horoscope tv
აპრილი 30, 2024

მსოფლიო

რუსული კრიტიკული გაზეთის – „ნოვაია გაზეტას“ მთავარი რედაქტორი დმიტრი მურატოვი ნობელის პრემიის მედალს ყიდის, რათა ომის შედეგად დაზარალებულ უკრაინელებს დაეხმაროს.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის საფრთხესთან საბრძოლველად აუცილებელი არ არის ევროკავშირმა ხელში იარაღი აიღოს, არამედ საჭიროა ბრძოლა დიპლომატიურ და ეკონომიკურ ფრონტებზე.

რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა უკრაინელი ჟურნალისტის, დმიტრი გორდონის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა უკრაინელებს მოუწოდა, დაბომბვის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში არ გაავრცელონ და ამით მტერს არ დაეხმარონ. არესტოვიჩი უკრაინელებს ურჩევს „დათა თუთაშხიას წესის“ მიხედვით იმოქმედონ.

უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარის, რუსლან სტეფანჩუკის ინფორმაციით, დღეს 13-მა ქვეყანამ ხელი მოაწერა ერთობლივ განცხადებას უკრაინის საჰაერო თავდაცვის განახლების გადაუდებელ აუცილებლობაზე. ხელმომწერ ქვეყანათა შორის საქართველოც არის.

საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში ომის დანაშაულებს სჩადის. იმას, რაც ქალაქ მარიუპოლში ხდება, ბორელმა „მასიური ომის დანაშაული“ უწოდა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 25 მარტს, პარასკევს, პოლონეთს ეწვევა და პრეზიდენტ ანდჟეი დუდას შეხვდება.

უკრაინა არ აპირებს რუსეთის ულტიმატუმს დათანხმდეს და ქალაქი მარიუპოლი ჩააბაროს. გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, ამის შესახებ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრმა და უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ვლადიმერ პუტინს უკრაინაში შეჭრა მეზობლად თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყნის არსებობის შიშმა გადააწყვეტინა. ბორის ჯონსონს მიაჩნია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა კატასტროფული შეცდომა დაუშვა.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის გამო მსოფლიოს შიმშილის საფრთხე ემუქრება.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]