weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის დანაკარგის შესახებ განახლებული ინფორმაცია გაავრცელა. გენშტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 7 მარტამდე რუსეთმა 11 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე დაკარგა. 

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური 6 მარტს, ქადაგებისას უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ ომს გამოეხმაურა. პატრიარქ კირილის შეფასებით, დონბასში პოლიტიკური სიტუაცია გაუარესებულია, რაც „პრაქტიკულად საომარი მოქმედებების დასაწყისია“.

უკრაინის ქალაქ მარიუპოლში დაბომბვის შედეგად 18 თვის ბავშვი დაიჭრა და დაიღუპა. ექიმებმა ბიჭის გადარჩენა ვერ შეძლეს. 

რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციის წევრი დენის კირეევი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს სიაშია. კარეევსა და კიდევ ორ პირს სპეციალური დავალების შესრულების დროს დაღუპულ გმირებს უწოდებენ.

პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომში, რომელსაც ის ოპერაციას უწოდებს, რუსეთის მხრიდან მხოლოდ პროფესიონალი სამხედროები მონაწილეობენ. 

რუსეთი შეიარაღებული კონფლიქტის მხარედ განიხილავს ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც შეეცდება უკრაინის ტერიტორიის თავზე არასაფრენი ზონა შემოიღოს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, მოკლულია რუსეთ-უკრაინის პირველ მოლაპარაკებებში უკრაინული დელეგაციის წევრი, დენის კირეევი. გამოცემა „ობოზრევატელი“ წერს, რომ კირეევი სახელმწიფო ღალატში იყო ეჭვმიტანილი და სავარაუდოდ მაშინ მოკლეს, როდესაც უსაფრთხოების სამსახური აკავებდა. 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსთის არმიამ 10 000 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა. ზელენსკის თქმით, დაღუპულები არიან 18-20 წლის ახალგაზრდები, რომლებმაც არ იცოდნენ, რატომ გაგზავნეს უცხო ქვეყანაში.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ უკვე მალე, შეძლებს მოქალაქეებს ქვეყანაში დაბრუნებისკენ მოუწოდოს, რადგან საფრთხე აღარ იარსებებს. 

რუსეთის ფედერაციის საბჭოს სხდომაზე სენატორმა ლუდმილა ნარუსოვამ განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, უკრინაში გაგზავნეს წვევამდელები, რომლებსაც კონტრაქტზე ხელის მოწერა აიძულეს, ან მათ ნაცვლად მოაწერეს ხელი. მისივე თქმით, 100-კაციანი ქვედანაყოფიდან მხოლოდ 4…

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]