weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

მსოფლიო

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის ინფორმაციით, ომის დაწყების შემდეგ 66 224 უკრაინელი მამაკაცი სამშობლოში დაბრუნდა რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ომის დაწყების შემდეგ რუსეთის არმიის დანაკარგის შესახებ განახლებული ინფორმაცია გაავრცელა. უწყების ცნობით 24 თებერვლიდან 5 მარტამდე რუსულმა მხარემ 10 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე დაკარგა.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, სულ მცირე 331 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 19 ბავშვი დაიღუპა. სულ მცირე 675 სამოქალაქო პირი დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (UN) ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნატონს საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო შეხვედრას გამოეხმაურა, რომელიც 4 მარტს გაიმართა და ჩრდილოატლანტიკური ალიანი გააკრიტიკა იმის გამო, რომ უკრაინის ცის ჩაკეტვის გადაწყვეტილება არ მიიღო.

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უახლოესი დღეები უკრაინაში, სავარაუდოდ, უარესი იქნება, რადგან რუსეთს უფრო მძიმე შეიარაღება შეაქვს და განაგრძობს თავდასხმებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მეზობელ ქვეყნებს „ურჩია“, სიტუაცია არ გაამწვავონ და რუსეთის წინააღმდეგ რაიმე შეზღუდვა არ დააწესონ.  

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი უკრაინაში საბრძოლველად ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაცია და ფოტო თავად გაავრცელა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ რუს სამხედროებს ჩერნობილის ტრაგედია აღარ ახსოვთ.

უკრაინის ქალაქ ენერგოდარში მდებარე ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალებმა დაიკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სახელმწიფო ბირთვული მარეგულირებელი ინსპექცია და ელექტროსადგურის მმართველი სახელმწიფო კომპანია „ენერგოატომი“ ავრცელებენ.

უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა ევროპასა და მსოფლიოს მოუწოდა, უკრაინის ცა დახურონ და ვლადიმერ პუტინი, რომელსაც „ბირთვული მანიაკი“ უწოდა, შეაჩერონ. 

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]