weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, საბრძოლო მოქმედებების დროს აგრესორი ქვეყნის – რუსეთის 5 თვითმფრინავი და ერთი ვერტმფრენი ჩამოაგდეს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი რუსეთის სამხედრო ძალების უკრაინაში შეჭრას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისი ქვეყანა, მოკავშირეებთან ერთად, მტკიცედ უპასუხებს პუტინს.

რუსეთის პრეზდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 24 თებერვალს, გამთენიისას, განაცხადა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასში სპეციალური სამხედრო ოპერაცია დაიწყო.

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ, მთელ უკრაინაში, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების გარდა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო. საბჭოს გადაწყვეტილება უმაღლესმა რადამ 48 საათის განმავლობაში უნდა დაამტკიცოს. 

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა, რომ ის, რაც თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში ხდება, გენოციდის ტერმინის განმარტების ქვეშ არ ხვდება. 

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინსიტრ სერგეი ლავროვთან 24 თებერვალს დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა. ამის შესახებ მან ვაშინგტონში, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედის შემდეგ განაცხადა. 

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განმარტა, რომ მოსკოვმა თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების საზღვრებში აღიარა. 

რუსეთის ფედერაციის მიერ ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების ფონზე, გერმანიამ გაზსადენი „ჩრდილოეთი ნაკადი 2-ის“ ექსპლუატაციაში შესვლის საკითხი შეაჩერა. გამოცემა Deutsche Welle-ს ინფორმაციით, ამის შესახებ დღეს გერმანიის ფედერაციული…

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის მოთხოვნით მიმართა. ზელენკიმ ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი რუსეთში, სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი მაიკლ მაკფოლი ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებას გამოეხმაურა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]