weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

მსოფლიო

ევროკავშირის სამიტი, რომლის გამართვა 24-25 სექტემბერს იყო დაგეგმილი, კორონავირუსის გამო ერთი კვირით გადაიდო. ვირუსი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელს დაუდასტურდა, რომელსაც ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ჰქონდა კონტაქტი. მიშელი თვითიზოლაციაში იმყოფება.

„ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამლული რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ბერლინის კლინიკაში გადაღებულ ფოტოს და ყვება როგორ მიმდინარეობს მისი გამოჯანმრთელების პროცესი.

გერმანიის მთავრობის განცხადებით, ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის შედეგად უტყუარად დადასტურდა, რომ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ქიმიური ნერვულ-პარალიტიკური მომწამლავი ნივთიერება გამოიყენეს. ალექსეი ნავალნი რუსეთიდან ბერლინში მოწამვლის სიმპტომებით 22 ივლისს ჩაიყვანეს.

ირლანდიური ავაიკომპანია Ryanair-ი სექტემბერსა და ოქტომბერში ევროპაში დაგეგმილი ავიარეისების 20%-ს გააუქმებს. კომპანიამ გუშინ, 17 აგვისტოს განაცხადა, რომ COVID-19-ის გამო ახალი შეზღუდვების დაწესების შედეგად, ბოლო დღეებში, ბილეთებზე მოთხოვნა შემცირდა.

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის, მოთხოვნის შემთხვევაში, ბელარუსს აღმოუჩინოს „ყოველმხრივი დახმარება“ რესპუბლიკაში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ეს განცხადება ლუკაშენკომ შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბთან შეხვედრის დროს…

ჩინეთის ორ ქალაქში იმპორტირებულ გაყინულ საკვებსა და საკვების შეფუთვაზე ახალი კორონავირუსული ინფექციის კვალი აღმოაჩინეს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს.

ლიბანის ხელისუფლებამ ბეირუთის პორტის საწყობში მომხდარი აფეთქების საქმეზე 16 ადამიანი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს.

ლიბანში, ბეირუთის პორტში 4 აგვისტოს მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე 100 ადამიანი დაიღუპა, 4000-ზე მეტი კი დაშავდა. აფეთქების შედეგად დაინგრა სახლები და თითქმის მთლიანად განადგურდა პორტის ინფრასტრუქტურა. როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა…

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში 4 აგვისტოს მომხდარი ორი აფეთქების შედეგად სულ მცირე 78 ადამიანი დაიღუპა, 4 ათასზე მეტი კი დაშავდა. ქვეყნის ხელისუფლების განცხადებით, აფეთქდა დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება, რომელიც პორტში უსაფრთხოების…

86 წლის შემდეგ პირველად, აია-სოფიაში მუსლიმებმა პარასკევის ლოცვა შეასრულეს. შენობასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე სალოცავად ათასობით მოწმუნე მივიდა, მათ შორის თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და მისი მინისტრებიც არიან.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]