weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

მსოფლიო

ინდონეზიის კუნძულ ბალიზე ერთ-ერთი უდიდესი ვულკანი სახელად აგუნგი ამოიფრქვა. ვულკანის კრატერიდან ფერფლი და კვამლი ორი კილომეტრის სიმაღლეზე გაიშალა.

შრი-ლანკის დედაქალაქ კოლომბოს მახლობლად მოწყობილ აფეთქებებს, რომლებიც ეკლესიებსა და სასტუმროებში განხორციელდა, ბოლო ინფორმაციით, 290-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. კუნძულოვან ქვეყანაში კომენდანტის საათი დააწესეს.

გაეროს გენერალური ასამბლეის დადგენილებით დედამიწის საერთაშორისო დღე 1971 წლიდან აღინიშნება და ეკოლოგიურ ხასიათს ატარებს, მიზნად ისახავს ბუნებრივი კატასტროფების აცილებასა და ეკოსისტემის მოფრთხილებას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ვლადიმირ ზელენსკის უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას მიულოცა.

ეგზიტპოლების მიხედვით, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში შოუმენმა და კომიკოსმა ვლადიმირ ზელენსკიმ გაიმარჯვა. გამოკითხვები აჩვენებს, რომ 18:00 საათის მონაცემებით, მან ამომრჩეველთა ხმების 73.2% მიიღო, ხოლო მოქმედმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ -…

ჩრდილოეთ ირლანდიის ქალაქ ლონდონდერის ქუჩაში, ორი დღის წინ მომხდარი არეულობისას დაღუპული ჟურნალისტის საქმესთან დაკავშირებით ორი პირი დააკავეს. 18 და 19 წლის ასაკის ეჭვმიტანილებს ტერორისტული აქტის განხორციელებაში ადანაშაულებენ, რასაც ჟურნალისტის სიცოცხლე…

ლონდონში კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით მიმდინარე დემონსტრაციებზე, ბოლო ერთ კვირაში სამართალდამცავებმა 500-ზე მეტი აქტივისტი დააკავეს. გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქში ქუჩების უსაფრთხოებას დამატებით რამდენიმე ათასი პოლიციელი აკონტროლებს.

ლიბიის ხელისუფლებამ ამბოხებული სამხედრო მაღალჩინოსნი, ხალიფა ჰაფთარის დაკავების განკარგულება გასცა. ჩრდილო აფრიკული ქვეყნის ეროვნული არმიის სარდალს დედაქალაქ ტრიპოლის დასახლებულ პუნქტებზე იერიშების გამო ადანაშაულებენ.

ბანგლადეშში 19 წლის გოგონა სექსუალური ძალადობის ფაქტის პოლიციისთვის შეტყობინების გამო ცოცხლად დაწვეს. „ბიბისის“ ინფორმაციით, ნუსრათ ჯაჰან რაფის საკუთარი სკოლის ტერიტორიაზე საწვავი გადაასხეს და ცეცხლი წაუკიდეს.

ნიუ იორკში მამაკაცმა წმინდა პატრიკის საკათედრო ტაძრის დაწვა სცადა. სამართალდამცავებმა 37 წლის მამაკაცი მაშინ დააკავეს, როდესაც მანჰეტენზე მდებარე ტაძარში შევიდა. დაკავების დროს მას ბენზინით სავსე ჭურჭელი ქონდა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]