weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

მსოფლიო

დღეს ღამეს, უფრო ზუსტად კი 4 იანვარს გამთენიისას, დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროს მაცხოვრებლები კვადრანტიდების მეტეორული წვიმის მომსწრენი გახდებიან. მოვლენა განსაკუთრებით კარგად გამოჩნდება ევროპიდან, მათ შორის - საქართველოდან. წელს ამ მოვლენას თან…

სამხრეთ მექსიკის ქალაქ ტლახიაკოს მერი ალეხანდრო აპარისიო სანტიაგო ფიცის დადებიდან რამდენიმე საათში მოკლეს. ქალაქის ახალარჩეულ მერს შეიარაღებული პირი მერიის შენობისკენ მიმავალ გზაზე დაესხა თავს.

პოპულარული ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ გასული კვირის საუკეთესო ფოტოების კრებულს აქვეყნებს, სადაც უმეტესად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია ასახული.

რუსეთში, ჩელიაბინსკის ოლქის ქალაქ მაგნიტოგორსკში მდებარე ერთ-ერთ კორპუსში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, სამი ადამიანი დაშავდა, 79 კი დაკარგულად მიიჩნევა. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ კორპუსის ერთი ნაწილი მთლიანად…

ამერიკელი ექსტრემალი სპორტსმენი კოლინ ო’ბრეიდი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომელმაც მარტომ გადაკვეთა ანტარქტიდა. თხილამურებით 1500 კილომეტრის დასაფარად მას 54 დღე დასჭირდა.

მენის შტატში, იორკის ოლქის შერიფმა პოლიციაში დარეკილი ზარის შემდეგ დააკავა მამაკაცი, რომელიც უცხო სახლში შევიდა, ისადილა, აბაზანით ისარგებლა, ახალ ტანსაცმელში გამოეწყო და ტელევიზორს უყურებდა.

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეურაცხყოფისთვის ორი ადგილობრივი ტელეკომპანია დააჯარიმეს და ფინანსური სანქციები დააკისრეს. ქვეყანაში პრეზიდენტის შეურაცხყოფა კანონით ისჯება.

ტუნისში რევოლუციის მოწოდებით ჟურნალისტმა თავი დაიწვა. პატარა ქალაქ კასერინში მცხოვრებმა აბდერაზაკ ზორგიმ თვითმკვლელობამდე ვიდეოჩანაწერი გააკეთა, რომელშიც მოსახლეობას ქვეყანაში არსებული სიღარიბის, უმუშევრობისა და კორუფციის წინააღმდეგ გალაშქრებისკენ მოუწოდებდა.

ერაყის მთავრობამ შობა სახელმწიფო დღესასწაულად გამოაცხადა. ერაყის მოსახლეობის უმრალესობა ისლამის მიმდევარია. აქამდე ქვეყანაში ქრისტიანული დღესასწაული ოფიციალურად არ აღინიშნებოდა.

ინდონეზიაში ცუნამის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 373-მდე გაიზარდა, უსახლკაროდ კი 1600 ადამიანი დარჩა. ცუნამი ვულკან კრაკატაუს ამოფრქვევის შედეგად წარმოიქმნა.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]