weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

მსოფლიო

უკრაინის ვიცე-პრემიერმა და დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრმა, ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა, რომ რუსეთთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები „აზოვსტალიდან“ დაჭრილი სამხედროების ევაკუაციის საკითხზე. ვერეშჩუკის თქმით, ამ რაუნდში შუამავლობას თურქეთი დათანხმდა. პროცესში ჩართულია გაერო…

ლატვიის პარლამენტმა (სეიმმა) დღეს, 12 მაისს, დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც მემორიალური შენობებისა და მონუმენტების შენარჩუნების შესახებ რუსეთსა და ლატვია შორის დადებული შეთანხმების მოქმედების შეჩერებას ეხება. ეს საბჭოთა ძეგლების აღებას ხდის შესაძლებელს.

8 აპრილს, კრამატორსკის რკინიგზის სადგურის დაბომბვის შედეგად, დედა-შვილმა კიდურები დაკარგეს: დედამ ერთი ფეხი, ხოლო მისმა 11 წლის ქალიშვილმა - ორივე. სადგურში მათთან ერთად გოგონას ტყუპისცალი ძმაც იმყოფებოდა, რომელიც უვნებლად გადარჩა.

ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას რუსეთი საფრთხედ განიხილავს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივნმა, დმიტრი პესკოვმა დღეს ჟურნალისტებთან განაცხადა.

რუსი ოკუპანტები უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან მარცვლეულს იპარავენ, რომელსაც ან თვითონ მოიხმარენ, ან ცდილობენ საერთაშორისო ბაზარზე გაყიდონ. ამის შესახებ განცხადებას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უკრაინის ვიცე-პრემიერის, დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრის, ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, აუცილებელია ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ „აზოვსტალის“ მეტალურგიული კომბინატი 21-ე საუკუნუს უდიდესი სამხედრო ტრაგედია არ გახდეს.

ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტემ და პრემიერ-მინისტრმა, სანა მარინმა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ქვეყნის გაწევრიანებას მხარი დაუჭირეს. მათ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ფინეთმა NATO-ს დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს გაწევრიანების თაობაზე.

„აზოვის“ პოლკის მეთაურის, დენის პროკოპენკოსა და ამავე პოლკის მებრძოლის, არსენი ფედოსიუკის ცოლები ვატიკანში რომის პაპ ფრანცისკეს შეხვდნენ. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, 27 წლის კატერინა პროკოპენკომ და 29 წლის იულია ფედოსიუკმა რომის…

ვიდრე რუსეთს არსებული რეჟიმი მართავს, მისი მეზობელი ქვეყნები გარკვეულწილად საფრთხის წინაშე არიან, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა.

„აზოვის“ პოლკის მებრძოლები, რომლებიც რუსების მიერ ალყაშემორტყმული „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე იმყოფებიან, დაჭრილი სამხედროების ევაკუაციას ითხოვენ. მათ გუშინ თანამებრძოლების ფოტოები გაავრცელეს და გაეროსა და „წითელ ჯვარს“ მიმართეს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]