weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

ექვს თვეში სომხეთში დაახლოებით 370 000 რუსეთის მოქალაქე შევიდა, 330 000-მა ქვეყანა დატოვა

16:41 ხუთშაბათი, 04 აგვისტო 2022

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში სომხეთში 40 000-მდე რუსეთის მოქალაქე დასახლდა. ამის შესახებ რადიო თავისუფლების სომხურენოვან სამსახურს სომხეთის მიგრაციის სამსახურის ხელმძღვანელმა, არმენ ღაზარიანმა განუცხადა.

„მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, რუსეთის მოქალაქის პასპორტით 370 000-ზე მეტი შემოსვლა და 330 000-ზე მეტი გასვლა დაფიქსირდა, ანუ საზღვრის გადაკვეთებს შორის სხვაობა დაახლოებით 40 000-ია“, – ამბობს მიგრაციის სამსახურის უფროსი.

მისივე თქმით, 2022 წლის პირველი სამი თვისგან განსხვავებით, მეორე კვარტალში რამდენჯერმე გაიზარდა რესპუბლიკაში დარჩენის მსურველი რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა: „პირველ კვარტალში სხვაობა 10 000-ია, წლის პირველ ნახევარში სხვაობა 40 000, ანუ გამოდის, რომ მეორე კვარტალში აღმავალი ტენდენცია გვქონდა“.  

არმენ ღაზარიანმა აღნიშნა, რომ იგივე ტენდენციაა უკრაინისა და ბელარუსის მოქალაქეების შემთხვევაშიც: სომხეთში უფრო მეტი ჩავიდა, ვიდრე გავიდა, თუმცა განსხვავება მცირეა და ჯამში დაახლოებით ათასს შეადგენს.

გაიზარდა ბინადრობის ნებართვის მისაღებად განაცხადების რაოდენობაც.

„თებერვალში, მარტში, აპრილში, მაისში გვქონდა მატება. აგვისტოს სამი დღის განმავლობაში უკვე მიღებული გვაქვს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის მოქალაქეთა 59 განაცხადი“, – აღნიშნავს ოფიციალური პირი.

იმის გამო, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვეტილია, რუსეთის მოქალაქეთა ნაწილი საჰაერო გზით ერევანში ჩადის და საქართველოში სახმელეთო საზღვრით შემოდის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]