weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ინგუშეთის საკონსტიტუციო სასამართლო საზღვრის შესახებ შეთანხმებაზე იმსჯელებს

13:43 პარასკევი, 19 ოქტომბერი 2018

ინგუშეთის საკონსტიტუციო სასამართლო ჩეჩნეთთან გაფორმებული სასაზღვრო შეთანხმების კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხზე 25 ოქტომბერს იმსჯელებს. ამ მოთხოვნით სასამართლოს რესპუბლიკის ეროვნული კრების დეპუტატებმა მიმართეს.

საკონსტიტუციო სასამართლო ჩეჩნეთ-ინგუშეთის ადმინისტრაციული საზღვრის დადგენის შესახებ კანონპროექტს უარყოფითად აფასებდა და აცხადებდა, რომ ეს საკითხი მხოლოდ რეფერენდუმის გზით შეიძლება გადაწყდეს. ამის მიუხედავად, ინგუშეთის საკანონმდელო ორგანომ - რესპუბლიკის ეროვნულმა კრებამ, კანონპროექტს მხარი დაუჭირა და 16 ოქტომბრიდან შეთანხმება ძალაში შევიდა.

ინგუშეთისა და ჩეჩნეთის მეთაურებმა იუნუს-ბეკ ევკუროვმა და რამზან კადიროვმა რესპუბლიკებს შორის ადმინისტრაციული საზღვრის დადგენის შესახებ შეთანხმება 26 სექტემბერს გააფორმეს. დოკუმენტი თანაბარზომიერი ტერიტორიების გაცვლას გულისხმობს. შეთანხმების წინააღმდეგ 4 ოქტომბერს ინგუშეთის დედაქალაქ მაგასში მასშტაბური საპროტესტო აქცია დაიწყო, რომელიც ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, 17 ოქტომბერს დროებით შეჩერდა. 30 ოქტომბერს ინგუში ხალხის მსოფლიო კონგრესი გაიმართება, რის შემდეგაც დემონსტრაციების განახლება იგეგმება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]