weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ილჰამ ალიევი სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

11:56 პარასკევი, 30 ნოემბერი 2018

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს. ალიევი მას ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და მეგობარი ხალხის კეთილდღეობისკენ მიმართულ საპასუხისმგებლო საქმიანობაში წარმატებას უსურვებს.

„გულწრფელად გილოცავთ საქართველოს პრეზიდენტად არჩევას. აზერბაიჯანსა და საქართველოს მეგობრობისა და კარგი მეზობლობის ტრადიციული ურთიერთობა აკავშირებთ. მჯერა, ჩვენ გავაგრძელებთ ძალისხმევას ურთიერთნდობისა და მხარდაჭერაზე დაფუძნებული სტრატეგიული პარტნიორობის გასაძლიერებლად და მომავალ წლებში წარმატებით განვაგრძობთ ყველა სფეროში ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებას“, – ნათქვამია ალიევის განცხადებაში.

სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად არჩევა საფრანგეთის, ესტონეთის, ბელარუსის, ლიეტუვისა და უკრაინის პრეზიდენტებმაც მიულოცეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]