weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

The Economist-მა 2018 წლის ქვეყნად სომხეთი დაასახელა

13:04 ოთხშაბათი, 19 დეკემბერი 2018

გავლენიანმა ბრიტანულმა გამოცემა The Economist-მა 2018 წლის ქვეყნად სომხეთი დაასახელა. სტატიის მიხედვით, არჩევანი სამ ფინალისტს - მალაიზიას, ეთიოპიასა და სომხეთს შორის გაკეთდა. რედაქცია განმარტავს, რომ შეფასების კრიტერიუმი არა სახელმწიფოს სიმდიდრე და გავლენაა, არამედ ის, თუ რამდენად განასახიერებს პროგრესს.

The Economist-ის მიხედვით, 2018 წელს სომხეთის ახლა უკვე ყოფილი პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი, პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებით, ძალაუფლების შენარჩუნებას შეეცადა, რასაც ხალხის პროტესტი მოჰყვა. ნიკოლ ფაშინიანი - „ქარიზმატული და წვეროსანი ყოფილი ჟურნალისტი და პარლამენტის წევრი“, კანონიერი გზით მოვიდა ხელისუფლებაში.

„პუტინის მიერ დანიშნული მმართველი უარყვეს, არავინ მოუკლავთ. რუსეთს არ მისცეს ჩარევის საბაბი“, – წერს გამოცემა ბოლო 12 თვეში სომხეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ამ წარმატების მიუხედავად, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ახალი ტერიტორიული კონფლიქტის დაწყების ალბათობა ჯერ ისევ დიდია.

The Economist-ი „წლის ქვეყანას“ 2013 წლიდან ირჩევს. გამოცემის რედაქცია აღნიშნავს, რომ 12 თვის მანძილზე დემოკრატიის მხრივ მიღწეული წარმატება, არ ნიშნავს, რომ მომავალში ქვეყანა პროგრესის გზიდან არ გადაუხვევს. მაგალითად, გასული წლის ქვეყანა საფრანგეთი იყო, დღეს კი იქ პროტესტი და არეულობაა. 2015 წელს გამარჯვებული მიანმარი გახდა, რომელმაც „სისხლიან რეგრესს განიცდის“.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]