weather cur horoscope tv
დეკემბერი 09, 2019

რუსეთმა სომხეთს ბუნებრივი აირი გაუძვირა

10:59 პარასკევი, 04 იანვარი 2019 hits 864

რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომმა“ სომხეთს ბუნებრივი აირი გაუძვირა. „გაზპრომის“ პრეს-სამსახურის ინფორმაციით, 2019 წლის პირველი იანვრიდან 1000 მ3 ბუნებრივი აირის ფასი საქართველო-სომხეთის საზღვარზე $150 ნაცვლად $165-ს შეადგენს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრეს-მდივნის ერმან ეგოიანის განცხადებით, მომხმარებლებისთვის რუსულ ბუნებრივ აირზე ფასი არ გაიზრდება, რაც კომპანია „გაზპრომ სომხეთის“ ხარჯების შემცირებით იქნება შესაძლებელი.

„სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდიაზე საუბარი არ არის. გაზის ფასი მომხმარებლებისთვის უცვლელი დარჩება ხარჯების შემცირებისა და კომპანია „გაზპრომ სომხეთის“ ეფექტურობის გაზრდის ხარჯზე“, – ციტირებს სააგენტო „ტასსი“ ეგოიანის კომენტარს.

გამოცემის ცნობით, მანამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმაც თქვა, რომ საქართველოსთან საზღვარზე რუსული გაზის ფასი იზრდება, თუმცა შიდა ტარიფები იგივე დარჩება.

„გაზპრომ ექსპორტსა“ და „გაზპრომ სომხეთს“ შორის 2019 წლის ბოლომდე გაფორმებულია ხელშეკრულება, რომელიც სომხეთისთვის 2.5 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მიწოდებას ითვალისწინებს.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]