weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

ნიკოლ ფაშინიანი ბოლნისში იმყოფებოდა [Photos]

10:27 ოთხშაბათი, 16 იანვარი 2019
ფოტო: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ფოტო: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს და სომხეთის პრემიერ-მინისტრებმა, მამუკა ბახტაძემ და ნიკოლ ფაშინიანმა 15 იანვარს, ბოლნისში არაფორმალური შეხვედრა გამართეს. სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ინფორმაციით, მამუკა ბახტაძემ ნიკოლ ფაშინიანს კიდევ ერთხელ მიულოცა თანამდებობაზე დანიშვნა.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ სამომავლო ორმხრივი ურთიერთქმედება ხელს შეუწყობს მეზობელ და მეგობარ ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარებასა და გაფართოებას. ნიკოლ ფაშინიანმა მილოცვისთვის მას მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ყველა სფეროში სომხურ-ქართული ურთიერთობების მნიშვნელობას“, – ნათქვამია სომხური მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ფაშინიანმა და ბახტაძემ ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგის რიგ საკითხებზე იმსჯელეს და ეთნიკური სომხებით დასახლებულ სოფელში, რომელსაც უწინ ბოლნის-ხაჩენი ერქვა, ადგილობრივებს შეხვდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]