weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

აზერბაიჯანის მიმართვის შემდეგ Booking.com-მა მთიან ყარაბაღში სერვისი გააუქმა

14:54 სამშაბათი, 04 ივლისი 2017

სასტუმროების ონლაინ დაჯავშნის პორტალმა Booking.com-მა მთიან ყარაბაღში სერვისი აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართვის შემდეგ გააუქმა. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ჰიკმეტ ჰაჯიევმა განაცხადა.

ჰაჯიევის თქმით, აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომელიც კონფლიქტის ზონაა და სადაც ეთნიკური წმენდა განხორციელდა, სასტუმროების დაჯავშნა და ამით მოგების მიღება ეწინააღმდეგება კორპორაციული სამართლის ნორმებსა და მორალურ ღირებულებებს.

„Booking.com პოპულარიზაციას უწევს აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიებს, როგორც ტურისტულ მიმართულებას და უზრუნველყოფს იქ სასტუმროების დაჯავშნას, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეგულაციებს, ტურიზმის ეთიკის გლობალურ კოდექს და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს მიერ მიღებულ შესაბამის გადაწყვეტილებებსა და რეკომენდაციებს. სანამ ჰოლანდია, სადაც ეს კომპანიაა დაფუძნებული და ევროკავშირი მხარს უჭერენ აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, Booking.com არ უნდა იქცეოდეს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ“, - განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.

2 ივნისს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა, ასევე კულტურისა და ტურიზმის სამინისტროებმა განაცხადეს, რომ გადადგამდნენ აუცილებელ ნაბიჯებს და Booking.com-ს ჰოლანდიაში აზერბაიჯანის საელჩოს მეშვეობით საპროტესტო ნოტას გაუგზავნიდნენ.

აზერბაიჯანული დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციის „მეიდან ტვ“-ს ინფორმაციით, Booking.com-მა მთიან ყარაბაღში სერვისის გაუქმებასთან დაკავშირებით მათთან კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.

მთიანმა ყარაბაღმა დამოუკიდებლობა 1988 წელს გამოაცხადა, თუმცა ევროკავშირი და გაერო მას აზერბაიჯანის შემადგენელ ნაწილად მიიჩნევენ.

Booking.com 1996 წელს დაარსდა. პორტალის მეშვეობით ყოველდღიურად 1 200 000 ნომერი იჯავშნება. ვებ-გვერდი 40-ზე მეტ ენაზეა ხელმისაწვდომი და მომხმარებელს მსოფლიოს 224 ქვეყანასა და ტერიტორიაზე წარმოდგენილ 1 343 782 მეტ დაწესებულებას სთავაზობს. 

 

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]