weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

აზერბაიჯანში, საქართველოს საზღვრიდან 21 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა

13:51 ოთხშაბათი, 05 ივლისი 2017

აზერბაიჯანში, საქართველოს საზღვრიდან 21 კილომეტრში 3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები 5 ივლისს, ადგილობრივი დროით 00:29 საათზე დაფიქსირდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ კახიდან 7 კილომეტრში მდებარეობდა. „კავკაზსკი უზელის“ ინფორმაციით, ბიძგებს ნგრევა არ მოჰყოლია. ასევე არ ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.

გუშინ, 4 ივლისს, 3.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა სომხეთში, შირაკის ოლქში, რომელიც საქართველოს საზღვრიდან 26 კილომეტრში მდებარეობს. 1-ელ ივლისს კი მიწისძვრა დაფიქსირდა საქართველოში. მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი თელავის რაიონის სოფელ ლაფანყურთან მდებარეობდა და მისმა სიმძლავრემ 3.4 მაგნიტუდა შეადგინა.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]