weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

აზერბაიჯანმა რუსეთისგან თანამედროვე სამხედრო ტექნიკა შეიძინა

13:31 ორშაბათი, 10 ივლისი 2017
რუსული შეიარაღების მიღება ბაქოს პორტში რუსული შეიარაღების მიღება ბაქოს პორტში

აზერბაიჯანმა რუსეთისაგან თანამედროვე სამხედრო ტექნიკისა და აღჭურვილობის მორიგი პარტია შეიძინა. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, საბრძოლო აღჭურვილობა მრავალგზის გააძლიერებს ფრონტზე დისლოცირებული ჯარების საბრძოლო შესაძლებლობებს.

„აზერბაიჯანში გრძელდება რუსული წარმოების თანამედროვე სამხედრო ტექნიკის, იარაღის, საბრძოლო მასალებისა და სხვა სამხედრო-ტენქნიკური არჭურვილობის მიწოდების პროცესი. ბაქოს პორტში შემოვიდა დიდ რაოდენობით ჭურვები, რაკეტები და სხვა აღჭურვილობა მოწინააღმდეგის საინჟირო შეიარაღების, ცოცხალი ძალის და სხვა ობიექტების ზუსტად და ფართო არეალზე განადგურებისთვის“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ცოტა ხნის წინ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ჯარი მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავეა და ბიუჯეტის ხარჯების დიდი ნაწილი სწორედ სამხედრო სფეროზე მოდის.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]