weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

ნურმაგომედოვმა ჩეჩნეთ-დაღესტანის კონფლიქტზე კომენტარი გააკეთა

14:50 პარასკევი, 14 ივნისი 2019

შერეული საბრძოლო ხელოვნების კლუბ UFC–ის დაღესტნელმა ჩემპიონმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა ჩეჩნეთისა და დაღესტნის საზღვრის გახმაურებულ კონფლიქტზე კომენტარი გააკეთა.

„მაქვს შეკითხვა ყველასთან, ვინც ჩეჩნეთის საზღვრის საკითხით შეშფოთებულია. ოდესმე ყოფილა საერთო და ნათელი საზღვარი ჩვენსა და მოძმე ხალხს შორის? როგორც ვიცი, საზღვართან მცხოვრებმა ყველა ადამიანმა იცოდა, ვის ტერიტორიაზე იყვნენ. ჩემი აზრით, ახლა ყველას ერთად დგომაა საჭირო: პოლიტიკოსების, ახალგაზრდების, უხუცესების და ეს პრობლემა ერთად დგომით, ალაჰის სიყვარულით უნდა გადავჭრათ“, – დაწერა სპორტმენმა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ჩეჩნეთისა და დაღესტნის საზღვარზე ახალი საგზაო ნიშნის განთავსებასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს რამზან კადიროვი გამოეხმაურა და დაღესტნელები გააკრიტიკა, რომლებმაც საპროტესტო აქციები გამართეს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]