weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ბორის ნემცოვის მკვლელობაში ბრალდებულ ზაურ დადაევს 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

15:48 ხუთშაბათი, 13 ივლისი 2017
ზაურ დადაევი სასამართლოში ზაურ დადაევი სასამართლოში

მოსკოვის საოლქო სასამართლომ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ეროვნებით ჩეჩენ ყოფილ ჯარისკაცს ზაურ დადაევს, რომელიც ნაფიცმა მსაჯულებმა რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბორის ნემცოვის მკვლელობაში ცნეს დამნაშავედ. სასამართლომ დადაევს 100 ათასი რუბლის ოდენობის ჯარიმის გადახდაც დააკისრა.

განაჩენი გამოუტანეს მთავარი ბრალდებულის 4 თანამზრახველსაც. მათ 11-დან 19 წლამდე პატიმრობა შეეფარდათ და დადაევის მსგავსად, ჯარიმის გადახდა დაეკისრათ. ისინი სასჯელს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოიხდიან.

გამოძიების თანახმად, 2015 წლის 27 თებერვალს, მოსკოვში სწორედ დადაევმა ესროლა პუტინის მთავარ კრიტიკოსს, 55 წლის ბორის ნემცოვს. დანაშაულში ეჭვმიტანილი ხუთი ჩეჩენი - ზაურ დადაევი, ანზორ გუბაშევი, ზამზატ ბახაევი, შადიდ გუბაშევი და ტემირლან ესკერხანოვი სამართალდამცავებმა 2015 წლის მარტში დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, ნემცოვზე თავდასხმას ისინი რამდენიმე თვე ამზადებდნენ, რაშიც 15 მილიონი რუბლი უნდა აეღოთ.

ბორის ნემცოვის ქალიშვილი ჟანა იმ პირების გასამართლებას მოითხოვს, რომლებმაც მამამისის მკვლელობა შეუკვეთეს. ნემცოვის ნათესავები ირწმუნებიან, რომ მკვლელობა პოლიტიკური მოტივით განხორციელდა. მათ ეჭვი აქვთ, რომ მკვლელობასთან ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვია დაკავშირებული. 

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]