weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

გაბუნია უნდა დაიმალოს – რამზან კადიროვი

22:58 ორშაბათი, 08 ივლისი 2019

„მსოფლიოში მილიონობით ახალგაზრდაა, რომელიც დიდ პატივს სცემს ვლადიმერ პუტინს. გაბუნია შვიდი ღობის იქით უნდა დაიმალოს, რადგან პირველივე შემხვედრმა შეიძლება გაუკეთოს ის, რასაც იმსახურებს“, – ასე გამოეხმაურა ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი „რუსთავი 2“-ის წამყვანის მიერ პირდაპირ ეთერში, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გინებას.

კადიროვმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, პუტინს და მთლიანად რუსეთს ბოდიში მოუხადოს.

„გაბუნია არც კავკასიის შვილია, არც კაცი და არც მთიელი. კავკასიაში მსგავს სიტყვებს არავინ იტყვის, მოსისხლე მტრის მიმართაც კი. გაბუნია დაბადებით მშიშარაა. ის ქართველი ხალხის და საქართველოს სირცხვილია. შეურაცხყოფა არ მიაყენეს რუსეთის პრეზიდენტს, არამედ მთლიანად რუს ხალხს და რუსეთის თითოეულ მოქალაქეს. საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა დაუყოვნებლივ ოფიციალური და საჯარო ბოდიში უნდა მოუხადონ რუსეთის პრეზიდენტსა და რუსეთის ფედერაციას“, – წერს რამზან კადიროვი სოციალურ ქსელში.

გარდა ამისა, კადიროვი გაბუნიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოწოდებით გამოვიდა.

„ჩვენ მუდმივად ვერ დავიჭერთ თავს ისე, თითქოს ვერ ვამჩნევთ საქართველოს მხრიდან გამოკვეთილად მტრულ გამოხტომებს. ამიტომ აუცილებელია ქვეყნის მიმართ შემოვიღოთ ყველაზე ხისტი სანქციები, რომლებიც არ შეეხება ქართველებს - რუსეთის მოქალაქეებს. ახლა ცდილობენ შთაგვაგონონ, რომ საქართველომ დაგმო არამზადის გამოხტომა, მაგრამ საჭიროა არა დაგმობა, არამედ მისი პირდაპირი ეთერისგან შორს ყოფნა. ტელეარხის ხელმძღვანელობას არ შეიძლებოდა არ სცოდნოდა ჟურნალისტის განზრახვა. ამიტომ მომხდარი უნდა შეფასდეს როგორც ზედმიწევნით დაგეგმილი საზიზღარი აქცია საქართველოს მხრიდან, თუ საწინააღმდეგოს არ დაამტკიცებს გამოძიება“, – განაცხადა ჩეჩნეთის ლიდერმა.

 

ამ თემაზე:

არსად გემალები, თბილისში ვცხოვრობ – დავით უსუფაშვილი კადიროვის მუქარას პასუხობს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]