weather cur horoscope tv
ივლისი 06, 2020

როგორ გაჰყავთ გზა დაღესტნის მთებში, რომელიც შესაძლოა კახეთს დაუკავშირდეს

17:04 კვირა, 16 ივლისი 2017 hits 8044

დაღესტნის საგზაო სამშენებლო სააგენტომ „დაგავტოდორმა“ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო სახელწოდებით „დარტყმა უგზოობაზე“, სადაც ასახულია დაღესტნის მაღალმთიანეთში საავტომობილო გზის „გუნიბის გზატკეცილი - ვანტლიაშევის უღელტეხილის“ მშენებლობა. მიმდინარე მშენებლობა ავარო-კახეთის გზის პროექტის ნაწილია, რომელიც საქართველოსთან, კერძოდ კახეთთან დაღესტნის დაკავშირებას ითვალისწინებდა.

დაღესტნის მთავრობამ ავარო-კახეთის გზის გრანდიოზული პროექტი, რომელიც დაღესტანს საქართველოსთან კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის გავლით დააკავშირებდა, სამი წლის წინ დაანონსა. პროექტის ავტორების თქმით, ავარო-კახეთის გზის აღდგენა მთიანი დაღესტნისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობდა ხელს. პროექტს მხარდაჭერა გამოუცხადა დაღესტნის ყოფილმა მეთაურმა რამზან აბდულატიპოვმა.

2014 წელს პროექტის პრეზენტაცია მახაჩკალაში გაიმართა, სადაც „დაგავტოდორის“ ხელმძღვანელმა ზაგიდ ხუჩბაროვმა განაცხადა, რომ პროექტის მიხედვით, ავარო-კახეთის ავტომაგისტრალის სიგრძე 83 კილომეტრია და 25 ხიდსა და ხუთ გვირაბს მოიცავს. გზა დაღესტნის სამ მთიან რაიონს გაივლის.

2014 წლის შემდეგ ავტომაგისტრალის მშენებლობის პროექტი მიივიწყეს. „დაგავტოდორის“ წარმომადგენელმა „კავკაზ რეალის“ უთხრა, რომ ავარო-კახეთის გზის პროექტის რეკლამირება და მისი განხორციელების მნიშვნელობაზე მუდმივი ხაზგასმა, საინფორმაციო ფონის შექმნაზე იყო გათვლილი, რაც პროექტს მოსკოვში მხარდაჭერის მოპოვებაში დაეხმარებოდა და რადგან პროექტმა მხარდაჭერა ვერ მოიპოვა, მის შესახებ საუბარიც შეწყდა. პროექტისადმი არანაირი ინტერესი არ გამოუვლენია ქართულ მხარესაც.

„დაგავტოდორის“ მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ვიდეოდან ჩანს, რომ დაღესტნის მთებში გზის გაყვანის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. უკვე დამუშავებულია 1 200 000 მ3 მოცულობის კლდოვანი გრუნტი. სააგენტოს ინფორმაციით, გზა რესპუბლიკის სამ რაიონამდე მიდის, რომლის მოსახლეობა ჯამში 50 ათას ადამიანს აღემატება.

 

 

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]