weather cur horoscope tv
დეკემბერი 08, 2021

ჩეჩენი ბლოგერი სავარაუდოდ თბილისშია დაკავებული

14:25 ორშაბათი, 17 ივლისი 2017 hits 3497

„კავკაზ რეალის“ ინფორმაციით, თბილისში, 16 ივლისის საღამოს, ჩეჩენი დევნილი და ბლოგერი ტუმსო აბდურახმანოვი დააკავეს. გამოცემის ცნობით, აბდურახმანოვმა რედაქციაში აუდიო შეტყობინება გააგზავნა, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ ის პატიმრობაშია და რედაქციის კითხვებზე პასუხის დროულად გაცემის საშუალება არ აქვს.

„მან განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მისი რუსეთისთვის გადაცემის საკითხი არ განიხილება და არ ისურვა დაკავების მიზეზების დასახელება. „კავკაზ რეალის“ რედაქცია იმედოვნებს, რომ სიტუაცია დღის განმავლობაში გაირკვევა“, - ნათქვამია რედაქციის განცხადებაში

ტუმსო აბდურახმანოვი ჩეჩენი ძალოვანი სტრუქტურების მიერ მას შემდეგ იდევნებოდა, რაც 2015 წლის ნოემბერში, გროზნოში, ჩეჩნეთის პრეზიდენტის ადმინისტაციის ყოფილი ხელმძღვანელის და რამზან კადიროვის ბიძაშვილის, ისლამ კადიროვის ექსკორტს შემთხვევით გზა არ დაუთმო. „კავკაზ რეალი“ წერს, რომ ინციდენტის დროს ისლამ კადიროვმა ის წვერზე მოქაჩა და უთხრა, რომ ჩეჩნეთში გრძელი წვერით სიარული აკრძალული იყო. კადიროვმა მას ტელეფონიც წაართვა, დაათვალიერა მისი ფოტო და ვიდეო ჩანაწერები და კითხვები რელიგიური და პოლიტიკური შეხედულებების შესახებ დაუსვა. იმის შემდეგ ის გაიტაცეს, თუმცა იმავე დღეს გაათავისუფლეს.

2015 წელს ნოემბერშივე, ჩეჩნეთის პროკურატურამ აბდურახმანოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. მას უკანონო შეიარაღებული ფორმირების წევრობას სდებდნენ ბრალად. 2016 წლის იანვარში ის საქართველოში წამოვიდა, სადაც პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვდა, თუმცა 2016 წლის 31 ოქტომბერს საქართველოს ლტოლვილთა სამინისტრომ თავშესაფრის მიცემაზე უარი უთხრა. ეს გადაწყვეტილება სასამართლოშია გასაჩივრებული.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]