weather cur horoscope tv
დეკემბერი 06, 2021

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა სექტემბერში გაიხსნება

14:10 კვირა, 23 ივლისი 2017 hits 4148

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე პირველი საერთაშორისო რეისი მიმდინარე წლის სექტემბერში შესრულდება. ამის შესახებ თურქეთის ტრანსპორტის მინისტრმა აჰმეთ არსლანმა განაცხადა. მინისტრის თქმით, რკინიგზის საშუალებით პეკინიდან ლონდონამდე ყოველწლიურად 35 მილიონ ტონამდე ტვირთის გადატანა იქნება შესაძლებელი.

„საწყის ეტაპზე ამ კორიდორში მოსალოდნელია მილიონი მგზავრის გადაყვანა და 6.5 მილიონ ტონამდე ტვირთის გადატანა. ჩვენი საშუალოვადიანი მიზანია, რომ წელიწადში 20-22 მილონ ტონა ტვირთამდე ავიდეთ. ყველა მატარებელი, რომელიც თურქეთში გაივლის, საფასურს გადაიხდის“, - განაცხადა თურქეთის მინისტრმა.

სატესტო მატარებელი ყარსიდან საქართველო-თურქეთის საზღვრამდე 20 ივლისს გაუშვეს. ამ მატარებლით აჰმეთ არსლანთან ერთად საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამაც იმგზავრა.

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა 2007 წელს დაიწყო და 2010 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა მასშტაბური პროექტის დასრულების ვადა რამდენჯერმე გადაიწია.

პროექტი გულისხმობს 98-კილომეტრიანი ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მშენებლობასა და ახლქალაქი-თბილისის 183-კილომეტრიანი მონაკვეთის რეკონსტრუქციას.

ქართულ მხარეს საქართველოს მონაკვეთზე სამუშაოებისთვის აზერბაიჯანმა 775 მილიონი დოლარის ოდენობის შეღავათიანი სესხი გამოუყო.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]