weather cur horoscope tv
დეკემბერი 08, 2019

უფროსკლასელებმა აზერბაიჯანის სკოლაში არასრულწლოვანი გოგონა გააუპატიურეს

17:23 ოთხშაბათი, 15 მარტი 2017 hits 879

აზერბაიჯანის ბეილაგანის რაიონის ერთ-ერთ სკოლაში ბიჭებმა არასრულწლოვანი მოსწავლე გოგონა გააუპატიურეს, ძალადობის ფაქტი კი კამერით გადაიღეს. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, 17 წლის გოგონას ბიჭები გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვიდეოს გავრცელებით ემუქრებოდნენ, რის გამოც მასთან სქესობრივი კავშირი კიდევ 20-მდე თანასოფლელს ჰქონდა.

ინფორმაცია ამის შესახებ აზერბაიჯანული მედიით გახდა ცნობილი, თუმცა თავად ფაქტი დაახლოებით ერთი თვის წინ მოხდა. ადგილობრივი მედია ასევე წერს, რომ ფაქტის გახმაურების შემდეგ გოგონაზე მშობლებმა უარი თქვეს და ის სკოლაშიც აღარ უნახავთ.

მომხდარზე საქმე უკვე აღძრულია, თუმცა ეჭვმიტანილებს შორის რამდენიმე გავლენიანი ოჯახის შვილია და მათი მშობლები საქმის დახურვას ცდილობენ.

პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე უკვე დაკავებულია რამდენიმე ადამიანი, ერთი ეჭვმიტანილი კი გაქცეულია. ადგილობრივი ხელისუფლება სკოლაში მომხდარ შემთხვევას იმ გარემოებას აბრალებს, რომ აღნიშნულ სასწავლო დაწესებულებას გარკვეული პერიოდი არ ჰყავს დირექტორი და მას სკოლის გამგე მეთვალყურეობდა. შემთხვევის შემდეგ გამგე გაათავისუფლეს.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]