weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

მთიანი ყარაბაღის საკითხზე სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერები მიუნხენში შეხვდნენ

19:32 ორშაბათი, 17 თებერვალი 2020
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფოტო აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფოტო

აზერბაიჯანის პრეზიდენტსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს შორის 15 თებერვალს შეხვედრა გაიმართა მთიანი ყარაბაღის საკითხზე. შეხვედრა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში დახურულ კარს მიღმა ჩატარდა, რასაც პანელური დისკუსია მოჰყვა.

დისკუსია ისტორიული გარემოებების მიმოხილვით დაიწყო და ორმხრივი ბრალდებების ფონზე წარიმართა. შეხვედრის ფარგლებში ალიევმა მკაფიოდ განაცხადა, რომ „მშვიდობიანი მოლაპარაკებებით მიღწეული ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა ეხმიანებოდეს საერთაშორისო საზოგადოების მიერ აზერბაიჯანის აღიარებულ საზღვრებს“.

პასუხად პაშინიანმა აღნიშნა, რომ მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობა სრულიად შეესაბამება საერთაშორისო სამართლის ნორმებს. ისტორიული კონტექსტის გარდა, სომეხი ლიდერი პრობლემის გადაჭრის გზებსაც შეეხო: „30 წლიანი კონფლიქტის გადაწყვეტა ერთი ან ორი ნაბიჯით შეუძლებელია - გვჭირდება ახალი მიდგომა“.

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მისი ინიცირებით დაიწყო კონფლიქტის მოგვარების „მინი-რევოლუცია“, რაც ოქტომბერში ალიევისა და პაშინიანის დუშამბეს შეხვედრით გამოიხატა. მისივე თქმით, შეხვედრის შემდეგ ზოგადი დაძაბულობა მნიშვნელოვნად განიმუხტა, ხოლო პრეზიდენტი ალიევი ამ მინი-რევოლუციის თანაავტორად დაასახელა.

შეხვედრის ფარგლებში პაშინიანმა არაერთხელ აღნიშნა, რომ მშვიდობა აუცილებელია არამხოლოდ მხარეების ეროვნული უსაფრთხოებისთვის, არამედ რეგიონალური სტაბილურობისთვის და სომხური მხარე მზად არის ამისათვის რეალური ნაბიჯები გადადგას.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საომარი დაპირისპირება 1988 წელს დაიწყო, რის შედეგადაც მთიანი ყარაბაღი, რომელიც ავტონომიური ოლქის სახით აზერბაიჯანის შემადგენლობაში იყო, სომხეთის კონტროლის ქვეშ გადავიდა. 1994 წელს მხარეებს შორის დაიდო შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რაც ორივე სახელმწიფოსგან პერიოდულად ირღვევა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]