weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

დაღესტანში ბოლო დღე-ღამეში 50 ადამიანი გარდაიცვალა - COVID 19 ჩრდილოეთ კავკასიაში

15:51 პარასკევი, 29 მაისი 2020

ჩრდილოეთ კავკასიაში კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა დაღესტანშია, სადაც მდგომარეობა ამ კვირაში განსაკუთრებით გაუარესდა.

ოფიციალური მონაცემებით, დაღუპულია 201 ადამიანი. ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 4 704 პაციენტიდან 4 412 გამოჯანმრთელდა, თუმცა არ იკლებს ახალი შემთხვევების რაოდენობა - 24 საათში 125 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

დაღესტანთან შედარებით, მდგომარეობა ნაკლებად კრიტიკულია ჩრდილოეთ ოსეთის- ალანიის ტერიტორიაზე, სადაც 2 856 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან, 1 758 გამოჯანმრთელდა. გადარცვლილია 43 ადამიანი.

2 673 ადამიანი დაინფიცირდა ყაბარდო-ბალყარეთში, სადაც ასევე არ იკლებს ახალი შემთხვევების რაოდენობა. 24 საათში კორონავირუსის 81 შემთხვევა დადასტურდა. სულ გარდაცვლილია 14 და გამოჯანმრთელებული 983 ადამიანი.

18-ით გაიზარდა დაინფიცირებულთა რიცხვი ჩეჩნეთში. 1 192 პაციენტიდან 787 გამოჯანმრთელდა, ხოლო 13 გარდაიცვალა.

50 ადამიანია დაღუპული ინგუშეთში, სადა ჯამში ინფიცირების 2 000 შემთხვევა ფიქსირდება.

კორონავირუსის ტალღას შედარებით უკეთ უმკალვდება ყარაჩაი-ჩერქეზეთი, სადაც სულ 951 შემთხვევაა დადასტურებული და 5 ადამიანია გარდაცვლილი.

რუსეთის ფედერაციაში, საერთო ჯამში ინფიცირების 387 623 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაცვლილია 4 374 და გამოჯანმრთელებულია 159 257 ადამიანი. ბოლო 24 საათში ფედერაციის მთელ ტერიტორიაზე 8 572 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 232 პაციენტი. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]