weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

იმ ეტაპზე ვართ, როცა ყველას დროულად ჰოსპიტალიზებას ვეღარ ვახერხებთ - ფაშინიანი

12:48 ხუთშაბათი, 04 ივნისი 2020

სომხეთში ბოლო დღე-ღამეში 687 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 11, 221-ს მიაღწია. სულ, ქვეყანაში გარდაცვლილია 176 ადამიანი.

„ცუდი ამბები მაქვს. ეპიდსიტუაცია უარესდება. 687 ახალი შემთხვევა გვაქვს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უკვე ვუახლოვდებით სიტუაციას, როდესაც გვყავს პაციენტები, რომლებსაც სტაციონარული მკურნალობა სჭირდებათ, მაგრამ მათ დროულად ჰოსპიტალიზებას ვერ ვახერხებთ“ - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ქვეყანაში დაახლოებით 20 ათასი ადამიანია, ვინც არ იცის რომ კოვიდინფიცირებულია, ამიტომ ვირუსის შესაჩერებლად, აუცილებელია, რეგულაციების მკაცრად დაცვა.

პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ ბოლო 24 საათში სომხეთში კიდევ 6 ადამიანი გარდაიცვალა კორონავრუსით, ხოლო 9 ადამიანი, რომელიც ასევე ინფიცირებული იყო, სხვა მიზეზების გამო გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]