weather cur horoscope tv
დეკემბერი 06, 2021

ილჰამ ალიევს ბოსნია-ჰერცეგოვინაში პრესტიჟულ ჯილდოს გადასცემენ

23:06 ორშაბათი, 31 ივლისი 2017 hits 1614

აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს ბოსნია-ჰერცეგოვინის აკადემიკოსთა ასოციაცია პრესტიჟულ საერთაშორისო ჯილდოს გადასცემს, რომლითაც 2012 წლიდან ყოველწლიურად სახელმწიფო მოღვაწეები - პრეზიდენტები და პრემიერ-მინისტრები ჯილდოვდებიან.

ილჰამ ალიევს ბოსნიური წარმოშობის ოსმალთა გენერლის და 1461 წელს სარაევოს დამაარსებლის, ისა-ბეი ისაკოვიჩის სახელობის ჯილდო გადაეცემა, რომელსაც აკადემიკოსთა ასოციაცია ბოსნია-ჰერცეგოვინის ყველაზე მნიშვნელოვან ჯილდოს უწოდებს. აღნიშნული ჯილდოს კრედოა "მეგობრის ძიებაში", ხოლო მის ლაურეატებს შორის თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანიც არის.

უცხოური მედიის ინფორმაციით, აკადემიკოსთა ასოციაციამ ამ გადაწყვეტილებისთვის კრიტიკა დაიმსახურა. კრიტიკოსთა აზრით, აზერბაიჯანის ლიდერი, რომელსაც წლებია კორუფციასა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაში ადანაშაულებენ, ჯილდოს არ იმსახურებს.

ცნობილა, რომ ილჰამ ალიევი ჯილდოს მისაღებად სარაევოში გაემგზავრება, რაც ამ ქვეყანაში მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი იქნება ბოსნია-ჰერცეგოვინის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ.

 

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]