weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

დაღესტნის სკოლაში ყუმბარის აფეთქების შედეგად მოსწავლე დაიღუპა

10:39 ორშაბათი, 24 აპრილი 2017

დაღესტანში, ერთ-ერთ სკოლაში მომხდარი აფეთქების შედეგად, ერთი მოსწავლე დაიღუპა, 13 კი დაშავდა. „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, კომპიუტერების საკლასო ოთახში ყუმბარა აფეთქდა.

სამი დაშავებული მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ისინი რეანიმაციაში იმყოფებიან.

„მერვე კლასის ერთ-ერთმა მოსწავლემ სკოლაში ყუმბარა მოიტანა, რომელიც კომპიუტერების საკლასო ოთახში აფეთქდა“, - ამბობს სკოლის დირექტორი.

პოლიციის ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი იარაღთან გაუფრთხილებელი მოპყრობა გახდა. ბიჭი, რომელმაც სკოლაში ყუმბარა მიიტანა, დაკავებულია. შემთხვევის ადგილზე გამომძიებლები მუშაობენ.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]