weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

სომხეთში საგანგებო მდგომარეობა კიდევ ერთი თვით გახანგრძლივდა

12:10 პარასკევი, 12 ივნისი 2020

სომხეთის მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის კიდევ ერთი თვით, 13 ივლისამდე გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

მთავრობის განცხადებით, გარემოებები, რის გამოც 16 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს, ჯერ არ არის აღმოფხვრილი, რაზეც კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რიცხვი მიუთითებს, ისევე როგორც ის ფაქტი, რომ ინფექციის შემდგომი გავრცელება და ინფიცირებულების რაოდენობის ზრდა, კვლავ საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

ბოლო 24 საათში, სომხეთში კორონავირუსით დაავადების დადასტურებული შემთხვევები 612-ით გაიზარდა და მთლიანობაში 15 281 შეადგინა. გასული დღე-ღამის განმავლობაში 173 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 4 გარდაიცვალა.

კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობა სომხეთში 16 მარტს გამოცხადდა, 14 მაისს კი კიდევ ერთი თვით გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]