weather cur horoscope tv
აგვისტო 09, 2020

აზერბაიჯანში მცხოვრები 70-მდე საქართველოს მოქალაქე აბიტურიენტი გრანტს უგამოცდოდ მიიღებს

13:20 ორშაბათი, 06 ივლისი 2020 hits 618

აზერბაიჯანში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე აბიტურიენტები, რომლებიც 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირდნენ და კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გამო ვერ ახერხებენ საქართველოში შემოსვლას და გამოცდის ჩაბარებას, სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსდებიან.

„COVID-19 პანდემიის გავრცელებასთან დაკავშირებული რისკების თავიდან აცილებისა და აზერბაიჯანში მცხოვრები ჩვენი თანამემამულე აბიტურიენტების ხელშეწყობის მიზნით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, წელს დაფინანსდება 70-მდე აბიტურიენტი“, – აცხადებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ამ კატეგორიის აბიტურიენტები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ირიცხებოდნენ, თუმცა სახელმწიფო სასწავლო გრანტი გაიცემოდა მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში.

იგივე პირობებით ისარგებლებენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტებიც.

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები აბიტურიენტებისათვის დღეს, 6 ივლისს დაიწყო და 25 ივლისს დასრულდება. საგრანტო კონკურსი 25 ივლისს გაიმართება, სამაგისტრო გამოცდები 1-ლი აგვისტოდან 4 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება, მასწავლებლობის მსურველებისათვის საგამოცდო პროცესი კი 22 ივლისს დაიწყება და 30 ივლისს დასრულდება.

მთელი საქართველოს მასშტაბით გამოცდებისთვის გახსნილია 24 საგამოცდო ცენტრი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]