weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

კადიროვმა მოხელეებს სოც. ქსელებში სახელმწიფო ტელეარხის გამოწერა დაავალა

10:07 შაბათი, 18 ივლისი 2020

ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერმა, რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ საჯარო მოხელე, რომელიც სოციალურ ქსელებშია დარეგისტრირებული, ჩეჩნეთის სახელმწიფო ტელე-რადიო კომპანიის „გროზნის“ გამომწერი უნდა იყოს.

„არ მესმის, ადამიანს Instagram-ზე გვერდი ჰქონდეს და არ იყოს „გროზნის“ გამომწერი. სახელმწიფო მოხელე, რომელიც დაინტერესებული არ არის თავის სამშობლოში არსებული ვითარებით - რა გადაწყვეტილებები მიიღება, რა ცვლილებები და გამოსვლებია - მოხელე არ არის. თუ ეს არ აინტერესებს, მას არ შეიძლება ეწოდოს მოხელე და მით უმეტეს, ამხანაგი ჩვენს გზაზე. თუ ის სოციალურ ქსელშია და არ არის „გროზნის“ გამომწერი YouTube- ზე, VKontakte-სა და სხვა სოციალურ ქსელებში, მაშინ ის ჩვენთვის საშიში ადამიანია“, - ციტირებს მის კომენტარს უფლებადაცვითი ცენტრი „მემორიალი“.

კადიროვმა ისიც აღნიშნა, რომ ჩეჩნეთში ვითარების დესტაბილიზაციის მიზნით, რესპუბლიკის ირგვლივ ნეგატიური საინფრომაციო ფონის შექმნას ცდილობენ. მისი თქმით, ჩეჩნეთის წინააღმდეგ ნამდვილი საინფორმაციო ომია გაჩაღებული, როდესაც ნებისმიერი კერძო საკითხი საჯარო განხილვის საგანი ხდება.

„ჩვენ მტკიცე პასუხი უნდა გავცეთ ჩვენს მტრებს, რომლებიც შეიარაღდნენ ტყუილებით და ჩვენს გაშავებას ცდილობენ. ეს არ არის მხოლოდ ხელისუფლების და მედიის პასუხისმგებლობა. მიმაჩნია, რომ ყოველი ადამიანის სამოქალაქო მოვალეობაა, სიცრუე სიმართლით ყველა შესაძლო ხერხის გამოყენებით გაანადგუროს“, - განაცხადა კადიროვმა ვედენის რაიონში, სოფელ ხოიში გამართულ თათბირზე.

„მემორიალის“ შეფასებით, აშკარაა, რომ კადიროვი და მისი გარემოცვა ძალზე შეშფოთებულნი არიან როგორც ჩეჩნეთის მოსახლეობაში მკვეთრად მზარდი უკმაყოფილებით, ისე საკუთარი ნეგატიური იმიჯით, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ შეექმნათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]