weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

კადიროვსა და მის ოჯახს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა

22:17 ორშაბათი, 20 ივლისი 2020
ფოტო, რომლითაც კადიროვმა მომპეოს უპასუხა ფოტო, რომლითაც კადიროვმა მომპეოს უპასუხა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადროვი, მისი მეუღლე მედნი კადიროვა და ორი შვილი სანქცირებულთა სიაში შეყვანა. როგორც სახელმწიფო დეპარტამნეტის განცხადებაშია აღნიშნული, ეს გადაწყვეტილება ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაში კადიროვის მონაწილეობის გამო მიიღეს.

იმ დანაშაულებებს შორის, რომელზეც ჩეჩნეთის ლიდერს ეკისრება პასუხისმგებლობა, დასახელებულია შევიწროება და დევნა, თვითნებური ან უკანონო დაპატიმრებები ან დაკავებები, წამება და სასამართლოს გარეშე სიკვდილით დასჯა. ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ კადიროვი კორონავირუსის პანდემიას ადამიანის უფლებების დამატებით შეზღუდვისთვის იყენებს.

„დღევანდელი გადაწყვეტილებით ბატონ კადიროვს ვაცნობებთ, რომ ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებში მის მონაწილლეობას, მოჰყვება შედეგები მისთვის და მისი ოჯახისთვის და რომ შეერთებული შტატები გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას, რათა პასუხი აგოს ყველამ, ვინც ამ შემზარავ ქმედებაბშია ჩაბმული“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

სახელმწიფო დეპარტამენტის ამ გადაწყვეტილებას კადროვმა სოციალურ ქსელში ფოტოთი უპასუხა, სადაც ავტომატებით პოზირებს და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს მიმართავს. 

„პომპეო, ბრძოლაში გამოწვევას ვიღებთ. ამის შემდეგ უფრო საინტერესო იქნება“, - წერს ჩეჩნეთის ლიდერი.

რამზან კადიროვი აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ე.წ. მაგნიტსკის სიაში 2017 წელს შეიყვანა, რაც ეკონომიკურ და სავიზო სანქციებს ითვალისწინებს. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]