weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ვლადიმერ პუტინმა რამზან კადიროვს გენერალ-მაიორის წოდება მიანიჭა

21:11 ხუთშაბათი, 23 ივლისი 2020

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჩეჩნეთის მოქმედ ლიდერს გენერალ-მაიორის წოდება მიანიჭა. ამის შესახებ რამზან კადიროვმა რუსულ სოციალურ ქსელ VKontakte-ში დაწერა და 22 ივლისით დათარიღებული პუტინის ბრძანების ფოტოც დაურთო.

კადიროვის თქმით, პუტინმა ბრძანება სატელეფონო საუბრის დროს თავად წაუკითხა, მიულოცა ეს მოვლენა და წარმატება უსურვა. 

ახალი წოდების მონიჭებისთვის მადლობელი ვარ, ისევე როგორც ყველაფრისთვის, რასაც ვლადიმერ პუტინი ჩვენი დიდი სახელმწიფოს განვითარებისთვის აკეთებს. 

ყოველთვის ვამბობდი და კიდევ ვიმეორებ, მე ჩვენი პრეზიდენტის ერთგული ქვეითი ვარ, მზად ვარ შევასრულო მისი ყველაზე რთული ბრძანება ნებისმიერ კონტინენტზე.

ამისათვის ჩვენ ყველაფერი გვაქვს - ნებისყოფა, გამბედაობა, სრული მზადყოფნა, ტექნიკა და, ვინმეს კითხვა რომ არ გაუჩნდეს, ფედერალური სტრუქტურების მიერ კანონიერად გადმოცემული იარაღი, - წერს კადიროვი.

გამოცემა Meduza-ს თანახმად, 2009 წელს რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა რამზან კადიროვს მილიციის გენერალ-მაიორის წოდება მიანიჭა. კადიროვი იმ დროისთვის 33 წლის იყო და რუსეთში ყველაზე ახალგაზრდა გენერალ-მაიორი გახდა. Meduza-ს ცნობით, ეს ამბავი მედიამ რამზან კადიროვის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით გაავრცელა, თუმცა ახლა ასეთი ინფორმაცია ჩეჩნეთის ხელისუფლების ვებ-გვერდე არ იძებნება. მედვედევის ბრძანება მაშინ არ გამოქვეყნებულა.

2004 წელს რამზან კადიროვს „სამსახურებრივი მოვალეოის შესრულების დროს გამოჩენილი ვაჟკაცობისა და გმირობისთვის“ რუსეთის გმირის სტატუსი მიენიჭა. პუტინისგან მას მიღებული აქვს სხვა წოდებები, ორდენები და მედლები, მათ შორის, „მამულის წინაშე დამსახურებისთვის“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]