weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

სომხეთის განცხადებით, აზერბაიჯანის მხრიდან სროლის შედეგად მათი სამხედრო დაიღუპა

12:17 ორშაბათი, 27 ივლისი 2020

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ 27 ივლისს, აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე მდებარე ერთ-ერთ სამხედრო პოზიციაზე, აზერბაიჯანის მხრიდან განხორციელებული სნაიპერული სროლის შედეგად სასიკვდილოდ დაიჭრა აშოტ მიქაელიანი, რომელიც შეიარაღებულ ძალებში კონტრაქტით მსახურობდა.

საზღვარზე სროლის შესახებ დღეს ინფორმაცია გაავრცელა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომაც. ოფიციალური განცხადების მიხედვით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა მსხვილკალიბრიანი პულიმიოტებისა და სნაიპერული შაშხანების გამოყენებით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 45-ჯერ დაარღვიეს. განცხადებაში არაფერია ნათქვამი დაჭრილების ან დაღუპულების შესახებ.

აზერბაიჯანის თოუზის რაიონსა და სომხეთის ტავუშის ოლქს შორის მონაკვეთზე შეტაკებები 12 ივლისს დაიწყო, რის შედეგადაც დაახლოებით 20 ადამიანი დაიღუპა. მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

გამოცემა „კავკაზსკი უზელის“ ცნობით, სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ 12-დან 16 ივლისამდე დაიღუპა სომხეთის ოთხი სამხედრო მოსამსახურე, 39 ადამიანი კი დაიჭრა. დაჭრილებიდან 36 სამხედრო მოსამსახურეა, ორი პოლიციელი, ხოლო ერთი სამოქალაქო პირია. 23 ივლისს სომხეთმა განაცხადა, რომ 14 ივლისს დაჭრილი ერთ-ერთი სამხედრო გარდაიცვალა. აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, 16 ივლისისთვის, დაღუპული იყო 13 ადამიანი, მათ შორის 12 სამხედრო და ერთი სამოქალაქო პირი. აზერბაიჯანის ცნობით, მათ მხარეს ოთხი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]