weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

აზერბაიჯანში ვიცე-პრემიერის შვილიშივილი დააკავეს

00:41 სამშაბათი, 08 აგვისტო 2017
აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერი ალი ჰასანოვი აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერი ალი ჰასანოვი

აზერბაიჯანში ვიცე-პრემიერ ალი ჰასანოვის 23 წლის შვილიშვილი, ნაილ ალაჰვერდიევი დააკავეს ავტოსაგზაო შემთხვევისთვის, რომლის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ავტოსაგზაო შემთხვევა ბაქოში 3 აგვისტოს მოხდა. "მერსედესის" მარკის ავტომობილი, რომელსაც ნაილ ალაჰვერდიევი მართავდა "მაზდას" შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, ავარია ახალგაზრდა მძღოლებს შორის გამართულმა შეჯიბრმა გამოიწვია.

ავარიის მონაწლე ორივე მძღოლი წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.

აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ყველაზე მკაცრი ზომები იქნება მიღებული იმ თანამდებობის პირებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ, მიუხედავად მათ მიერ დაკავებული თანამდებობის, დამსახურებისა და ავტორიტეტისა, ვინც არ ემორჩილებიან სახელმწიფოს მეთაურის მოთხოვნას და თავისი მოქმედებით ავლენენ საზოგადოებისადმი უპატივცემულობას.  

 

 

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]