weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ოკუპაცია, რომელიც დაახლოებით 30 წელია გრძელდება, დასრულდება – ალიევი

17:26 კვირა, 27 სექტემბერი 2020

მივმართავ ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც დაახლოებით 30 წელია ვერ ბრუნდებიან მშობლიურ მიწაზე, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შესაძლებელია იმისთვის, რომ დაგაბრუნოთ“, – განაცხადა დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.

ალიევიევის თქმით, აზერბაიჯანის არმია, სომხეთის სამხედრო პროვოკაციის საპასუხოდ, ამჟამად კონტრშეტევას ახორციელებს.

„შემიძლია ვთქვა, რომ ოპერაცია წარმატებით ხორციელდება. სერიოზული ზიანი მიადგა მტრის ცოცხალ ძალას და სამხედრო ტექნიკას. გათავისუფლებულია ოკუპაციაში მოქცეული აზერბაიჯანის რამდენიმე დასახლებული პუნქტი.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი წარმატებული კონტრშეტევითი ოპერაცია დაასრულებს ოკუპაციას! უსამართლობა დასრულდება. ოკუპაცია, რომელიც დაახლოებით ოცდაათი წელია გრძელდება, დასრულდება, რადგან აზერბაიჯანელ ხალხს თავის მიწაზე ცხოვრება სურს“, – თქვა ალიევმა.

ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარება დღეს დაიძაბა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 27 სექტემბერს, დაახლოებით 06:00 საათზე, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა მასშტაბური პროვოკაცია განახორციელეს. სამინისტროს ცნობით, ფრონტის ხაზის და დასახლებული პუნქტების გასწვრივ ინტენსიური სროლა განახორციელეს დიდი კალიბრის შეიარაღებიდან, ნაღმსატყორცნებიდან და სხვადასხვა კალიბრის საარტილერიო დანადგარებიდან. აზერბაიჯანის ცნობით, დაღუპულებსა და დაჭრილებს შორის მშვიობიანი მოქალაქეები არიან. სერიოზული ზიანი მიადგა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. მშვიდობიან მოსახლეობასა და სამხედრო მოსამსახურეთა შორის დაშავებულთა და დაჭრილთა შესახებ ინფორმაცია ზუსტდება. 

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის თქმით, 27 სექტემბერს, დილის 8 საათზე აზერბაიჯანმა საჰაერო და სარაკეტო შეტევები განახორციელა. მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა, სამველ ბაბაიანმა განაცხადა, რომ არცახის (მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის) მიმართ განხორციელებული საომარი მოქმედებების შედეგად მოკლულია 10 სამხედრო მოსმსახურე.

„მშვიდობიან მოსახლეობას შორის არიან დაჭრილები, მათ შორის ბავშვები. დღის ბოლოსთვის გვექნება უფრო ზუსტი ციფრები. ჩვენ არაფერს ვმალავთ, ეს ომია“, – განაცხადა ბაბაიანმა.

სომხეთსა და მთან ყარაბაღში საომარი მდგომარება და საყოველთაო მობილიზაცია გამოცხადდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]