weather cur horoscope tv
დეკემბერი 06, 2021

რამზან კადიროვი ითხოვს, რომ ფილმი "მატილდა" ჩეჩნეთში არ აჩვენონ

01:25 ოთხშაბათი, 09 აგვისტო 2017 hits 4214

ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი ითხოვს, რომ მხატვრული ფილმი "მატილდა", რომელიც რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ მეორის და ბალერინა მატილდა კშესინსკას რომანს აღწერს, ჩეჩნეთში არ აჩვენონ. კადიროვი აცხადებს, რომ ფილმი სიწმინდეებსა და რუსეთის ისტორიას ჩრდილს აყენებს.

რუსეთის ფედერაციის კულტურის მინისტრ ვლადიმერ მედინსკისთვის გაგზავნილ წერილში კადიროვი აღნიშნავს, რომ ფილმი მორწმუნეთა გრძნობებს შეურაცხყოფს. მისი თქმით, "სხვადასხვა კონფესიის ათასობით ადამიანი ფილმს მორწმუნეთა გრძნობების განზრახ დაცინვად აფასებს".

"პირველი მსოფლიო ომის დროს კავკასიის მხედართა "ველურმა დვიზიამ" სახელი გაითქვა თავისი უკვდავი საქმეებით, ის იყო რუსეთის არმიის ერთ-ერთი საიმედო ნაწილი. დივიზია ჩრდილოეთ კავკასიელებისგან, მუსლიმებისგან შედგებოდა. მათ ნებაყოფლობით დადეს ფიცი იმპერატორ ნიკოლოზ მეორის წინაშე და დაპირდნენ სიცოცხლის ფასად რუსეთის იმპერიის მტრისგან დაცვა. დივიზიამ მეფეს და სამეფო ჯარს თავისი არსებობის დასასრულამდე უერთგულა. ღირსეულად რომ იცხოვრო, უნდა გახსოდეს საკუთარი ისტორია, უნდა იამაყო იმ ხალხით, ვინც ჩვენს გამო იბრძოდა. ეს ხსოვნა წმინდაა. ჩვენ, გამარჯვებულების შთამომავლებმა, მომავალი თაობები უნდა აღვზარდოთ ისტორიის პატივისცემის სულისკვეთებით", - წერს რამზან კადიროვი წერილში, რომელიც გამოცემა "კომსომოლსკაია პრავდამ" მოიპვა.

ამ მიზეზების გამო კადიროვი რუსეთის ფედერაციის კულტურის მინისტრს სთხოვს, ჩეჩნეთი იმ რეგიონებს შორის არ შეიტანოს, სადაც ფილმს აჩვენებენ.

რეჟისორ ალექსეი უჩიტელის ფილმ "მატილდას" პრემიერა 17 ოქტომბერს შედგება. მანამდე მხოლოდ მისი თრეილერი გავრცელდა, რომელმაც დიდი გამოხმაურება დაიმსახურა. საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ ფილმი, სადაც წმინდანად შერაცხული იმპერატორია მთავარი გმირი, პროვოკაციაა, ანტირუსული და ანტირელიგიურია.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]