weather cur horoscope tv
ოქტომბერი 27, 2020

გროზნოში კონტრტერორისტული ოპერაციის შედეგად 4 ადამიანია ლიკვიდირებული

11:21 სამშაბათი, 13 ოქტომბერი 2020 hits 149

ჩეჩნეთის რესპუბლიკის დედაქალაქში, ოქტომბრის რაიონში კონტრტერორისტული ოპერაცია ჩატარდა, რის შედეგადაც, წინასწარი ინფორმაციით, სამართალდამცავებთან შეტაკების დროს, მოკლულია უკანონი შეიარღებული დაჯგუფების ოთხი წევრი.

რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასს“-ის ინფორმაციით, ასევე დაღუპულია „როსგვარდიის“ ორი წევრი, ერთი პოლიციელი კი დაჭრილია.

რუსული მედიის ცნობით, ანტიტერორისტულ კომიტეტში განაცხადეს, რომ ოქტომბრის რაიონში არსებობდა ტერორისტული აქტების განხორციელების საფრთხე, რის გამოც გამთენიისას ოპერაცია ჩატარდა.

„ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ოპერატიულმა შტაბმა მიიღო ინფორმაცია გროზნოს ოქტომბრის რაიონში ბანდიტური ჯგუფის შესაძლო არსებობის შესახებ. კრიმინალები გეგმავენ ისეთი ტერორისტული ქმედებების ჩადენას, რომლებმაც შეიძლება დიდი საზოგადოებრივი რეზონანსი გამოიწვიონ და მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენონ ადამიანის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონით დაცულ ინტერესებს. ოპერატიული შტაბი იღებს ყველა საჭირო ზომას დანაშაულებრივი საქმიანობის აღსაკვეთად და მისი შედეგების შემცირების მიზნით“, – განაცხადეს უწყებაში სპეცოპერაციის დაწყებამდე.

ჩეჩნეთში კონტრტერორისტული ოპერაცია ჩატარდა 11 ოქტომბერსაც, სერნოვოდსკის რაიონში, სადაც სამართალდამცველების მიერ ორი მამაკაცი იქნა ლიკვიდირებული. ოფიციალური ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირებმა ავტომატურის ცეცხლსასროლი იარაღით სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნეს, რასაც საპასუხო სროლა მოჰყვა.

ანტიტერორისტულ კომიტეტს ლიკვიდირებული პირების ვინაობა არ დაუსახელებია. როგორც ონლაინგამოცემა „ეხო კავკაზა“ წერს, სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერთ-ერთი მათგანი ინგუშეთის მკვიდრი, 1978 წელს დაბადებული რუსტამ ბორჩაშვილია, ხოლო მეორე - ჩეჩნეთში მცხოვრები, 1988 წელს დაბადებული კაზბეკ ბაიდულაევი. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ე.წ. საველე მეთაურის, ასლან ბიუტუკაევის დაჯგუფებაში შედიოდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]