weather cur horoscope tv
ოქტომბერი 27, 2020

აზერბაიჯანის განცხადებით, განჯის დაბომბვას 13 ადამიანი ემსხვერპლა

17:51 შაბათი, 17 ოქტომბერი 2020 hits 148
ფოტო © AFP ფოტო © AFP

აზერბაიჯანის სიდიდით მეორე ქალაქის, განჯის დაბომბვის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, 45-ზე მეტი კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მხარე ავრცელებს.

„დღეს სომხეთის ფაშისტურმა ხელმძღვანელობამ ჩაიდინა მორიგი ომის დანაშაული და ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსით დაბომბა ქალაქები განჯა და მინგეჩაური. ისინი პასუხს აგებენ ამ დანაშაულისთვის. ჩვენი შურისძიება ბრძოლის ველზე იქნება“, – დაწერა „ტვიტერზე“ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა.

სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა განჯაზე სარაკეტო დარტყმები შაბათს, ღამით განახორციელეს. მოგვიანებით სომხურმა მხარემ „ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეების“ სია გამოაქვეყნა, რომელშიც შედის ავიაბაზა, მოტოქვეითი ბრიგანის შტაბი, სპეცნაზის ბრიგადა, თავდაცვის და სხვა ობიექტები.

რამდენიმე დღით ადრე აზერბაიჯანმაც ამ ფორმით ახსნა არაღიარებული მთიანი ყარაბაღის დედაქალაქ სტეპანაკერტის დაბომბვა.

აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის განცხადებით, საომარი მოქმედებების განახლებიდან სამი კვირის განმავლობაში ფრონტის ხაზთან მდებარე ქალაქებსა და სოფლებში დაიღუპა 60 მშვიდობიანი მოქალაქე, 270 კი დაიჭრა. ხოლო სომხური მხარის მონაცემებით, აზერბაიჯანის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად დაღუპულია 32 სამოქალაქო პირი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]