weather cur horoscope tv
დეკემბერი 09, 2024

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ცოლი ომში მოხალისედ ჩართვას აპირებს

13:34 სამშაბათი, 27 ოქტომბერი 2020

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მეუღლე, ანა აკოფიანი აცხადებს, რომ სხვა 12 ქალთან ერთად, სამხედრო წვრთნებს გაივლის და რამდენიმე დღეში სამშობლოს დასაცავად წავა.

ამ გადაწყვეტილების შესახებ ანა აკოფიანმა სოციალურ ქსელში გუშინ, 26 ოქტომბერს დაწერა.

„ხვალიდან 13 ქალი, მათ შორის მე, სამხედრო წვრთნებს დავიწყებთ. რამდენიმე დღეში ჩვენ წავალთ ჩვენი საზღვრების დაცვაში დასახმარებლად. მტერი ვერ წაგვართმევს ვერც სამშობლოს და ვერც ღირსებას“, – წერს ანა აკოფიანი.

დღეს ერთი თვე გავიდა ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სომარი მოქმედებების განახლებიდან. ცეცხლის შეწყეტის შესახებ რიგით მესამე შეთანხმება, სადაც შუამავალი უკვე აშშ იყო, ძალაში გუშინ შევიდა და გუშინვე წარუმატებლად დასრულდა.

 

ამ თემაზე:

სომხეთის პრემიერის მეუღლემ აზერბაიჯანელ ქალებს მიმართა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]