weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანმა ქალაქი შუშა აიღო

14:50 კვირა, 08 ნოემბერი 2020

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დღეს, სპეციალურ ტელემიმართვაში განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა ყარაბაღის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი - შუშა აიღო. 

„ეს თარიღი - 8 ნოემბერი სამუდამოდ დარჩება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. შეიარაღებულმა ძალებმა შუშაზე კონტროლი დაამყარეს. ეს გამარჯვება ჩვენ მოვიპოვეთ ბრძოლის ველზე და არა მოლაპარაკებების მაგიდასთან. მოლაპარაკებები უაზრო აღმოჩნდა“, – განაცხადა ალიევმა.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი არცრუნ ოგანესიანი ამ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ ქალაქისთვის ბრძოლა გრძელდება.

შუშა (სომხურად - შუში) სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქია. ის ე.წ. დედაქალაქ სტეპანაკერტიდან 11 კილომეტრში, იმ გზაზე მდებარეობს, რომელიც არაღიარებულ მთიან ყარაბაღს სომხეთთან აკავშირებს.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, პრეზიდენტის მიმართვის შემდეგ ბაქოში ხალხი ქუჩაში ზეიმობს „შუშას გათავისუფლებას“. პარალელურად, სოციალურ მედიაში ვრცელდება კადრები, თუ როგორ ტოვებს სომხური მოსახლეობა ქალაქს და მიმდებარე დასახლებებს. 

ყარაბაღში სამხედრო მოქმედებები 27 სექტემბერს დაიწყო. სომხურ და აზერბაიჯანულ ძალებს შორის ბრძოლა ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე მიმდინარეობს. მხარეებმა სამჯერ მიაღწიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, თუმცა ის სამჯერვე დაირღვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]