weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ერევანში დემონსტრანტები მთავრობისა და პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ

11:14 სამშაბათი, 10 ნოემბერი 2020

გასულ ღამეს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, რუსეთის შუამდგომლობით, ხელი მოაწერს მთიან ყარაბაღში ომის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას. ფაშინიანის ამ გადაწყვეტილებამ მისი თანამემამულეების პროტესტი გამოიწვია. სომხეთის მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ შეთანხმებაზე ხელის მოწერა ქვეყნის ღალატია.

გვიან ღამით, ათასობით დემონსტრანტი ერევნის ცენტრში გამოვიდა. ისინი სომხეთის მთავრობისა და პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ, დაარბიეს ფაშინიანის სამუშაო ოთახი და ჩამოხსნეს სახელმწიფო სიმბოლოები. 

მოგვიანებით, დემონსტრანტებმა ალყაში მოაქციეს პარლამენტის თავმჯდომარის, არარატ მირზოიანის ავტომობილი, რის შემდეგაც მირზოიანი იქიდან ძალით გადმოათრიეს და სასტიკად სცემეს. ნიკოლ ფაშინიანის ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარეს ოპერაცია ჩაუტარდა.

17 პოლიტიკური პარტია, მათ შორის „აყვავებული სომხეთი“, „დაშნაკცუთიუნი“ და „სომხეთის რესპუბლიკური პარტია“ ნიკოლ ფაშინიანის და მისი მთავრობის გადადგომას ითხოვენ. პარტიების საერთო განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ ხნის განმავლობაში ხელისუფლებამ აჩვენა „აშკარა უუნარობა შიდა და გარე გამოწვევებთან მიმართებაში“, ხოლო „ადამიანური და ტერიტორიული დანაკარგები, სომხეთის მოკავშირეებთან და, პირველ რიგში, რუსეთის ფედერაციასთან გაუმართავი ურთიერთობა, ამჟამინდელი ხელისუფლების აშკარა შეუმდგარობის დემონსტრირებაა“.

 

ამ თემაზე:

ფაშინიანის თქმით, ყარაბაღში ომი დასრულდა – რეგიონში რუსი მშვიდობისმყოფელები შევლენ

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]