weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ფაშინიანის მკვლელობის მომზადების საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი სასამართლომ გაათავისუფლა

22:40 კვირა, 15 ნოემბერი 2020

სასამართლომ გაათავისუფლა ოპოზიციური პარტია „სამშობლოს“ ლიდერი, სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახურის ყოფილი დირექტორი არტურ ვანეციანი, რომელიც გუშინ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

არტურ ვანეციანს ბრალად წარდგენილი აქვს პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის მკვლელობის და ხელისუფლების მიტაცების მომზადება, ასევე იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება. სასამართლომ მისი დაკავება უკანონო გადაწყვეტილებად მიიჩნია.

გათავისუფლებულ ვანეციანს შენგავითის რაიონულ სასამართლოსთან მხარდამჭერები ტაშით შეხვდნენ. 

„ამჯერად სამართლიანობამ იზეიმა. ყველა ჩემი მხარდამჭერის, სომეხი ხალხის გასაგონად ვამბობ, რომ არანაირი დანაშაული არ ჩამიდენია. ეს მოღალატე ხელისუფლება უბრალოდ ცდილობს, ჩამომაცილოს პოლიტიკურ პროცესებს. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ მათზე, ვერაფერი შეგვაჩერებს“, – განაცხადა არტურ ვანეციანმა.

ვანეციანის თქმით, სასამართლო გადაწყვეტილებას მისი დაკავების შესახებ დაყენებულ შუამდგომლობასთან დაკავშირებით დღეს, 23:30 საათზე გამოაქვეყნებს.

ოპოზიციური პარტიის ლიდერი გუშინ, 14 ნოემბერს დააკავეს. როგორც მისმა დვოკატმა განაცხადა, ვანეციანის დაკავება უშიშროების სამსახურში მოხდა. ადვოკატი დაკავებას პოლიტიკურ დევნად აფასებდა. 

ეროვნული უშიშროების სამსახურის გუშინდელი განცხადების მიხედვით, მათ მიერ აღკვეთილ იქნა პოლიტიკური ოპონენტების მიერ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ პაშინიანის მკვლელობის მცდელობა. არტურ ვანეციანთან ერთად ასევე დააკავეს პარლამენტის ყოფილი წევრი ვაჰრამ ბაღდასარიანი და კიდევ ორი პირი.

10 ნოემბერიდან, მას შემდეგ, რაც ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას მთიან ყარაბაღში ომის შეწყვეტის თაობაზე, სომხეთში საპროტესტო აქციები იმართება. აქციის მონაწილეები და ოპოზიციური პარტიები ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]