weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ფაშინიანი თანახმაა, 2021 წელს სომხეთის პარლამენტის ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს

12:03 შაბათი, 26 დეკემბერი 2020

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი პოლიტიკურ ძალებს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით კონსულტაციებში იწვევს. ამის შეესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

„დღეს უკვე აშკარაა, რომ პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით მიმდინარე ოპოზიციურმა პროცესმა ვერ მოიპოვა ხალხის მხარდაჭერა. ოპოზიციას ჰქონდა ყველა შანსი თავისი მოთხოვნის გარშემო სახალხო მხარდაჭერის გენერირებისა: ოპოზიციას გააჩნია კოლოსალური ფინანსური, საინფორმაციო, ორგანიზაციული რესურსები, მას გქონდა აქციებისა და პროტესტების ორგანიზების დიდი შესაძლებლობები, მაგრამ არა თუ ვერ შეძლო სახალხო მხარდაჭერის მოპოვება, არამედ მისი მომხრეების რიცხვმა მინიმუმს მიაღწია. ვერავინ იტყვის, რომ ჩვენ ხელისუფლება უხეში ძალის გამოყენებით შევინარჩუნეთ, პირიქით, ჩვენ გვადანაშაულებენ ზედმეტ სირბილეში“, – აცხადებს ფაშინიანი.

მისივე თქმით, ზემოაღნიშნული არანაირად არ ცვლის მისი და მისი პოლიტიკური გუნდის ვალდებულებას, წარდგეს ხალხის წინაშე და პასუხიც ხალხს გასცეს. ნიკოლ ფაშინიანის განცხადებბით, ის პრემიერ-მინისტრის სავარძელს არ ებღაუჭება.

„მზად ვარ, დავტოვო პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ხალხის გადაწყვეტილებით, მხოლოდ ხალხის გადაწყვეტილებით. ასევე, მზად ვარ, გავაგრძელო სომხეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელობა ამ რთულ დროში, თუ დადასტურდება ხალხის ნდობა ჩემდამი.

არსებობს ამ კითხვებზე პასუხების მიღების მხოლოდ ერთი ვარიანტი - ვადამდენილი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვიწვევ საპარლამენტო და დაინტერესებულ არასაპარლამენტო ძალებს 2021 წელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ კონსულტაციებში“, – აცხადებს ფაშინიანი.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პოლიტიკური ძალები, რომლებიც ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ, აცხადებენ, რომ არ დათანხმდებიან არჩევნების ორგანიზებას არსებული ხელისუფლების პრობებში, რადგან დარწმუნებული არიან, რომ არჩევნები გაყალბდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]